|
|
|
 |
|

ტრადიციული ქართული სტუმართმოყვარეობა ყველა პირობას შეუქმნის სტუმარს სასიამოვნო ოჯახური დასვენებისათვის სოფლად. თანამედროვე ცივილიზაციის ხმაურს გარიდებულ დამსვენებელს ელის ხელშეუხებელი ბუნება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მრავალფეროვანი ლანდშაფტები, ტრადიციული აგრომეურნეობები და თბილი ოჯახური ატმოსფერო.
ჩვენს ვებ გვერდზე მოცემულია “ელკანას” წევრი ოჯახების სასტუმრო სახლები სოფლად და პატარა ქალაქებში, ასევე აღწერილია აგროტურისტული მეურნეობები, სადაც "ელკანას" წევრებს აქვთ ადგილობრივი პროდუქტის წარმოებისა და შენახვის უძველესი ტრადიციები და ტექნოლოგია.
სასტუმრო სახლები და აგროტურისტული მეურნეობები მდებარეობს საქართველოს შვიდ რეგიონში, კერძოდ: კახეთში, თუშეთში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, გურიაში, აჭარასა და რაჭა-ლეჩხუმში და ყოველი მათგანი დატანილია რეგიონის რუკაზე.
|
|
|
|
|